გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანის შევარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გერმანული გამოცემა dpa-ის ცნობით, ქალაქ მაგდებურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლი პოლიციამ დააკავა. საზოგადოებრივი მაუწყებელი MDR-ის ცნობით, მომხდარის შედეგად როგორც მინიმუმ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო AFP აღნიშნავს, რომ 60-80 ადამიანი დაშავდა.
ქალაქის სპიკერი მიხაილ რეიფი ვარაუდობს, რომ ეს განზრახ განხორციელებული აქტი იყო და ადგილზე “საშინელი სურათია”.
