ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში

საქართველოს საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი უმაღლეს დონეზე მსაჯობას განაგრძობს. მსოფლიო რაგბიმ ის 2025 წლის თებერვალსა და მარტში ექვსი ერის სამ თამაშზე დანიშნა.
30 წლის რეფერის ექვსი ერის ერთ-ერთი მთავარი, ისტორიული დაპირისპირების განსჯა მოუწევს. მეორე ტურში, 8 თებერვალს, თვიქენჰემის “ალიანს სთედიუმზე” ინგლისი საფრანგეთს მასპინძლობს და ამაშუკელი მოედნის მსაჯი იქნება. კიდეებიდან მას ანდრეა პიარდი და დემიენ შნეიდერი დაეხმარებიან.
ამის შემდეგ ნიკა კიდევ ორ თამაშს პირველი ასისტენტის რანგში იმსაჯებს. მესამე ტურში, 22 თებერვალს, კარდიფში “ფრინციფალითი სთედიუმზე” უელსი ირლანდიას ეთამაშება
და მოედნის მსაჯი კრისტოფ რიდლი იქნება. ამაშუკელის გარდა მისი მეორე ასისტენტი ჯანლუკა ნეკი იქნება.
მეხუთე, დასკვნით ტურში, უელსი კარდიფში ინგლისს უმასპინძლებს. შეხვედრა 15 მარტს გაიმართება და მოედნის მსაჯად ნიკ ბერი მოგვევლინება, ვისაც კიდეებიდან ნიკა ამაშუკელი და ჰოლი დევიდსონი დაეხმარებიან.
Rugby.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში