კობახიძე: სანქციების გამო ფინანსურ დანაკარგებს მოხელეებს სახელმწიფო აუნაზღაურებს

დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, მ თქვა, რომ სანქციებიდან გამოწვეული ფინანსური დანაკლისის გამო მოხელეებს სახელმწიფო დანაკარგებს აუნაზღაურებს. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჩვენი რეაგირება იქნება სანქციებზე. პირველ რიგში, ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუ კი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რამე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციების გამო, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას”, – თქვა მ.
კობახიძის თქმით, ს ინაუგურაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებს ღირსების ორდენს გადასცემენ. მათ შორის არიან, სანქცირებული ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური და ვაჟა სირაძე.