კობახიძე: ინაუგურაციის შემდეგ შსს-ს თანამდებობის პირებს ღირსების ორდენზე წარვადგენთ

დე ფაქტო პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ს ინაუგურაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებს ღირსების ორდენს გადასცემენ. მათ შორის არიან, სანქცირებული ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.
1. ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი; ვიცეპრემიერი);
2. შალვა ბედოიძე (შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე);
3. ალექსანდრე დარახველიძე (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე);
4. გიორგი ბუთხუზი (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე);
5. იოსებ ჭელიძე (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე);
6. თეიმურაზ კუპატაძე (შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი);
7. ვაჟა სირაძე (შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი);
8. სულხან თამაზაშვილი (თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი);
9. ზვიად ხარაზიშვილი (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი);
10. მილერი ლაგაზაური (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტმანეტის დირექტორის მოადგილე);
11. მირზა კეზევაძე (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე)”, – თქვა მ.
-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტმა მათ ფინანსური სანქციები დაუწესა.
გარდა ამისა, დღეს, 19 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ხუთი ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა, მათ შორის ვახტანგ გომელაურიც.

20 დეკემბერს, დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, მ, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან სანქცირებული ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა.