ზვიად ძიძიგური – გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნით „ქართული ოცნება“ აშშ-ს ეუბნება: „ჩვენ არ გვაინტერესებს, რას აკეთებთ“ – როცა დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის თანამდებობის პირებს, რაის „ევროპისკენ“ და რაის „ღირსებით“ მიდიხარ?

ამ ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირება მათთვის რამე ტიპის მნიშვნელოვანი გზავნილია, ამაზე ღლიცინებენ – როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, რაის ევროპისკენ მიდიხარ და რაის ღირსებით მიდიხარ?- ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ერთი მხრივ -ის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის დასანქცირებას, მეორე მხრივ კი გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას გამოეხმაურა.
ძიძიგურის თქმით, სანქცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებმა, ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები დამნაშავედ გამოაცხადეს.
„სანქციები ძალიან მძიმე ამბავია. როდესაც პირველად გამოქვეყნდა, რომ სანქციები უნდა დაწესებულიყო, ჩინოვნიკების ნაწილმა ღლიცინი დაიწყო – „არ წავალ ამერიკაში“, „არ წავალ დასავლეთში“, „სხვა ბანკით გადავრიცხავ“ და ბევრი ასეთი რამ მოვისმინეთ. მაგრამ, იცით, რას ნიშნავს სანქცია? სანქცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებმა, დამნაშავედ გამოაცხადეს ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები. დამნაშავედ იმიტომ გამოაცხადეს, რომ გამოხატვის უფლების ნაწილში ადამიანის უფლებების დაარღვიეს, ასევე კორუფციასა და ს გაყალბების გამო და ა.შ.
მაგალითად, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრს უწესებენ სანქციას, ნიშნავს იმას, რომ აცხადებენ დამნაშავედ. დანაშაულისთვის ყოველთვის ციხეში ჯდომა კი არ ხდება? ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ დანაშაულისთვის სასჯელად გამოიყენოს სანქცია. ეს სანქცია ერთ რამეს ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლები არ იქცეოდნენ როგორც პოლიციელები და ეხმარებოდნენ რეჟიმს, რომ პოლიტიკური ოპონენტებისთვის ანგარიში გაესწორებინა. ესენი ანგარიშის გამსწორებელი სტრუქტურის ხელმძღვანელები არიან. ეს ძალიან სიმპტომატურია. სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებას ვინღა დაეძებს?! – ამერიკამ თქვა, რომ თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი დამნაშავეა. როდესაც დამნაშავეა ხელისუფლების სათავეში, ყველანაირი ურთიერთობები ჩერდება. ეს აშშ-მა, ინგლისმა გააკეთა გუშინ, მანამდე ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთმა, მანამდე შვედეთმა და კანადამ გააკეთა- როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დამნაშავედ აცხადებენ შენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, რაის ევროპისკენ მიდიხარ და რაის ღირსებით მიდიხარ?“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
რაც შეეხება გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას, ძიძიგური ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი სანქციების გამო აშშ-ისადმი პასუხია.
„ეს არის პასუხი აშშ-ისადმი. ეს არის როგორი პასუხი იცით? – „ჩვენ არ გვაინტერესებს, თქვენ რას აკეთებთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, დამნაშავეებად აცხადებთ თუ არა“, „თქვენ დამნაშავეებად აცხადებთ, ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ ის არის წარმატებული, სწორად მოიქცა“ და ა.შ. – ამას ამბობს. კონფლიქტი კიდევ უფრო ღრმავდება. ამ ხელისუფლებას არ ეტყობა, რომ თანამდებობის პირების დასანქცირება მათთვის რამე ტიპის მნიშვნელოვანი გზავნილია. ისინი ამაზე ღლიცინებენ. გვეუბნებიან, რომ ევროპისკენ მივდივართ და ს ადმინისტრაციასთან პარტნიორობას აღვადგენთ, გადატვირთვა მოხდებაო – ეს ყველაფერი უბრალოდ ფარსია“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
კითხვაზე, რატომ არ არის სანქცირებულთა სიაში , ძიძიგური ამბობს, რომ მას „კიდევ აძლევენ შანსს“.
„ბიძინა ივანიშვილს ეუბნებიან – შენ კიდევ შეგიძლია ქვეყანა შემოაბრუნო სწორი მიმართულებით. თუ დაასანქცირებენ, მასთან ურთიერთობასაც ვეღარ შეძლებენ. ხელისუფლებიდან ერთადერთი პირი, ვისთანაც შეიძლება დაილაპარაკონ, ბიძინა ივანიშვილია. შემთხვევითი არ იყო, რომ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და არა ს ან პაპუაშვილს, რომლებიც რეჟიმში, დე-ფაქტო ხელისუფლებაში სხვადასხვა პოსტებს იკავებენ. ბიძინა ივანიშვილთან დარეკა, რადგან იციან, რომ ამ ქვეყანაში ძალაუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილია და არა ხალხი. ნორმალურ ქვეყნებში ძალაუფლების წყარო ხალხია, მაგრამ ხალხი გადათელილია და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გადაამტვრიოს წინააღმდეგობა, რომელიც ხალხს არსებული ვითარების გამო აქვს. რეალურ ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილი ფლობს და ალბათ, ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი შემონახული, სანამ ჯერ კიდევ აქვს ქვეყანას შანსი, რომ რაღაც შემობრუნდეს. ბიძინას გარდა, ქვეყანაში არსებული ვითარების წაღმა შემობრუნება არავის შეუძლია“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და “გლობალური მაგნიტსკის“ სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს, ასევე, შემოიღო სანქციები შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას მ ხელი დღეს მოაწერა.