მარგუს ცაჰკნა – მივესალმები, რომ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები შემოიღო საქართველოს სამთავრობო ოფიციალური პირების წინააღმდეგ – იმედი მაქვს, ევროკავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს

მივესალმები, რომ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები შემოიღო საქართველოს სამთავრობო ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის , -ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა პასუხი აგებინოს მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.
სოლიდარულები ვართ ქართველ ხალხთან,” – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა.