აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტმა მათ ფინანსური სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკის რეპრესიების გამო დაუწესა. როგორც დეპარტამენტი მიუთითებს, აღნიშნული ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან იყო შეთანხმებული.
“საქართველოში არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წამყვანმა ოფიციალურმა პირებმა სასტიკი რეპრესიები დაიწყეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა და ძალადობა”, – განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრედლი ტ. სმითმა.
სანქცირებული პირების ქონება და ქონებრივ ინტერესები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ან აშშ-ს პირების მფლობელობაშია, დაბლოკილია.
2024 წლის 16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა.
გარდა ამისა, დღეს, 19 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ხუთი ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. მედიის წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების სასტიკი დარებვის გამო სანქციები შეეხოთ: შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.
სანქციები მოიცავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას, ასევე აქტივების გაყინვას.