ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომაზე – მოგიწოდებთ, ზეწოლა მოახდინოთ, ბიძინა ივანიშვილსა და “მის მეგობრებზე”

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინონ ბიძინა ივანიშვილზე და „მის მეგობრებზე“. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოში „რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია“ მუშაობს.
“სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს და ევროპული გზიდან გადაახვევინოს. თბილისში მოქმედი მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ, განსაკუთრებით „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილსა და “მის მეგობრებზე”, “რათა საშუალება არ მივცეთ სარგებელი მიიღონ საქართველოს მოპარული ევროპული მომავლისგან და პროგრესის დაკარგული ათწლეულებისგან”.
“არ შეგვიძლია არც ერთი ქვეყნის დაკარგვა ევროპაში, ვინაიდან, ერთის დაკარგვა განხეთქილებასთან და კონფლიქტთან მიგვაახლოებს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე: ანუ, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ისე დაუჯდა ოკუპანტი სახელმწიფოს ჟურნალისტს სასაუბროდ, თან თავისივე ენაზე რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რასთან ჰქონდა საქმე. და იქნებ ეს პუტინის ქალიშვილი იყო რომელიმე? ან ლავროვის?

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ