“მთავრობისა და ბიზნესის საიდუმლო შეხვედრები ხალხის უკან გარიგებას ნიშნავს” – რომან გოცირიძე

პოლიტიკოსი, :
მთავრობასთან შეხვედრა არის სირცხვილი, ამიტომ მოითხოვა სთან ძალდატანებით მოყვანილმა ბიზნესმა იმ შეხვედრაში მონაწილეთა სიის გასაიდუმლოება. აღმოჩნდა, რომ ესენი საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობა ყოფილა.
საქართველოს ბიზნესასოციას, როგორც ორგანიზაციას, დღემდე არ დაუგმია ქვეყანაში არსებული ძალადობა, მიუხედავად მასში შემავალი რამდენიმე კომპანიის ინდივიდუალური განცხადებისა. ამ ორგანიზაციის მმართველ საბჭოში შემავალი პირები მოგვევლინნენ რუსული კანონის ღია მხარდამჭერებად, რისი გადამოწმებაც “იმედის” ქარდებითაც მარტივადაა შესაძლებელი. ეს ადამიანები უბედურებას დაატეხენ თავს როგორც ქვეყანას, ასევე საკუთარ ბიზნესებსაც. ბიზნესასოციაციამ უნდა განმარტოს, მართლაც “დამშვიდდნენ” თუ არა კობახიძის დაპირებებით, რომ ევროპასთან ყველაფერს მოაგვარებენ და “ყველაფერი კარგად იქნება”, გამოუცხადეს თუ არა მთავრობის პოლიტიკას მხარდაჭერა თუ ეს კობახიძის მორიგი სიცრუეაა.
მთავრობისა და ბიზნესის საიდუმლო შეხვედრები ხალხის უკან გარიგებას ნიშნავს.