ბელგიის საფეხბურთო ასოციაციამ 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა და ეს “ბრიუგეს” 44 წლის თავკაცი ნიკი ჰეინი გახდა.
აღსანიშნავია, რომ რაიმონდ გუტალის თასისთვის ბრძოლაში თვით მიუნხენის “ბაიერნის” დამრიგებელ ვინსენ კომპანის აჯობა.
ჰეიენმა გასულ სეზონში “ბრიუგე” კონფერენს ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა და ეროვნულ ჩემპიონატში ოქროს მედლები მოაპოვებინა, ახლა კი სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.