„გააგონე მშობლების ხმა“ – ამ ლოზუნგით განათლების სამინისტროსთან „მშობელთა კრება“ მიმდინარეობს

განათლების სამინისტროსთან „მშობელთა კრება“ მიმდინარეობს ლოზუნგით – „გააგონე მშობლების ხმა“.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ახალი არჩევნები”, “ყველგან სუს-ი, არსად უსაფრთხოება”, “ჩვენს ბავშვებს სჭირდებათ ევროპული მომავალი”.
ასევე, გაშლილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
როგორც ადგილზე შეკრებილებმა აღნიშნეს, საპროტესტო შეკრება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.
მათივე განცხადებით, ქვეყნის მომავალი ევროპაშია.
„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ბავშვებს არ ვზრდით რუსეთში საცხოვრებლად. ჩვენი შვილების მომავალი აუცილებლად ევროპაშია. მშობლები არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა რუსეთში წაიყვანოს “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენი მოთხოვნებია ახალი არჩევნები, ასევე, გათავისუფლდნენ ტყვეობაში მყოფი ადამიანები. ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, სხვა გამოსავალი არ არის, უკანა დასახევი გზა არ გვაქვს. ვუერთდებით სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს. ამ თემებზე ვმსჯელობთ დღეს”,- აღნიშნა “მშობლები განათლებისთვის” ხელმძღვანელმა მეგი კავთუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო