საფრანგეთის პარლამენტმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე დროებითი ბიუჯეტი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო დროებითი ბიუჯეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველა სამთავრობო უწყების ფუნქციონირების უწყვეტობა, სანამ პოლიტიკური ბატალიები გაგრძელდება 2025 წლის სრულფასოვანი ბიუჯეტის ირგვლივ. ამის შესახებ BFMTV იუწყება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
ოთხშაბათს, 18 დეკემბერს, პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა სპეციალური კანონი დროებითი ბიუჯეტის შესახებ, მას შემდეგ რაც მას სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ეროვნულმა ასამბლეაში კენჭისყრა ორშაბათს გაიმართა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიშელ ბარნიეს წინა მთავრობა გადააყენა, სასწრაფოდ შემოიღეს სპეციალური კანონპროექტი რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა სამთავრობო სტრუქტურის ფუნქციონირების უწყვეტობა 1 იანვრიდან, თუ 2025 წლის სრულთასოვანი ბიუჯეტის მიღება გაჭიანურდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად – 17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს