რუსეთში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა, არიან დაღუპულები

2 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა რუსეთის რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად. დაზუსტებული მონაცემები დღეს, 19 დეკემბერს დილით გამოაქვეყნა რუსეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიამ.
საავადმყოფოში გადაყვანილია 14 ადამიანი, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
კატასტროფა 18 დეკემბერს, საღამოს მოხდა მურმანსკის ოლქში. სატვირთო მატარებელი შეეჯახა სამგზავროს, რომელიც მურმანსკიდან სანქტ-პეტერბურგში მიდიოდა. მასში 326 მგზავრი იმყოფებოდა. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, შეჯახების შედეგად რელსებიდან გადავარდა 19 ვაგონი, მათგან 15 სატვირთო მატარებლის.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დღეს განაცხადა, რომ დაკავებულია სატვირთო მატარებლის მემანქანე, რომელიც ეჭვმიტანილია მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევაში
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო