ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს.
„კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე სთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ.
შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, , რომელიც უკვე ბრიუსელში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

კიტ კელოგი – გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით – ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს