უკრაინიდან შვეიცარიაში ტრანსპორტირებისას მოპარული ბენქსის ნამუშევრები პოლონეთში აღმოაჩინეს

2022 წლის მარტში, დან შვეიცარიაში 11 ხელოვნების ნიმუშის ტრანსპორტირების დროს, რამდენიმე ნახატი მოიპარეს. მათ შორის ისეთი ცნობილი ხელოვანების, როგორებიც არიან: ბენქსი, ლინდა მაკ-კარტნი, დემიენ ჰერსტი და ტაკაში მურაკამი.
Kyiv Post-ის ცნობით, ორწლიანი გამოძიების შემდეგ ნამუშევრები პოლონეთში აღმოაჩინეს.
2022 წლის 24-25 მარტს, პოლონეთის ქალაქ პრჟემისლში ქურდობა მოხდა. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, გამოძიებამ მიიღო ინფორმაცია, რომელმაც მოპარული ნამუშევრების პოვნის საშუალება მისცა. გარდა ამისა, პრჟემისლის პროკურატურის წარმომადგენელმა, მალგოჟატა ტაციუხ-კურასევიჩმა, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ს განუცხადა, რომ “ნამუშევრების ავთენტიკურობა უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს”.
ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებული არ არის, და შესაბამისად დეტალები ჯერ არ საჯაროვდება. საქმეს პოლონეთ-უკრაინის ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, მოპარული კოლექცია 10 ნახატს და ერთ ფოტოსურათს მოიცავს. მათი საერთო ღირებულება $186 000-ზე მეტია.