ველი ივანიშვილთან შეხვედრას – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი სთან შეხვედრის შემდეგ

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა, აცხადებს, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან.
„ამ დილას, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ – სა და შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, – წერს ალან ბერსე პლატფორმა X-ზე.
ამავე განცხადების თანახმად, ის ხვალ, 19 დეკემბერს, შეხვედრებს გამართავს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
გასულ კვირაში ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
პარტიის განცხადებით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები. ვიზიტის წინ გენერალური მდივანი მიესალმა პატიმრობიდან ოპოზიციის წარმომადგენლების, ალექსანდრე ელისაშვილის და ს გათავისუფლებას.
“საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას – თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას”, – ვკითხულობთ საბჭოს სამშაბათის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა