,, როცა ბებიაა დამსმენიც, ენატანიაც და ზემოდან კიდევ ცილისმწამებელი, – ეს კატასტროფა უკვე პოლიტიკის მიღმაა” – ლაშა ნაცვლიშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი სოცოალურ ქსელში, სავარაუდოდ, ს ევროპის მაღალი ტრიბუნიდან დღევანდელ მიმართვას ეხმაურება:
,,დამსმენ და ენატანია ბავშვს თანატოლებიც არ წყალობენ, მაგრამ როცა ბებიაა დამსმენიც, ენატანიაც და ზემოდან კიდევ ცილისმწამებელი, – ეს კატასტროფა უკვე პოლიტიკის მიღმაა და ეროვნულ სირცხვილად ყალიბდება”
ჟურნალისტი ია მამალაძე ნაცვლიშვილს თავისივე პოსტის ქვეშ პასუხობს:
,,ეს ასაკზე დაცინვა რა ამორალობაა?! რამდენი წლით უმცროსია ბოსი და ბოსის ბოსი “ბებიაზე”? არც თქვენ უნდა იყოთ ბევრად უმცროსი – შევარდნაძის დროიდან ხელისუფლებაში იყავით… ჰო, კიდევ – ტრამპი რამდენი წლისაა??? ასაკით აბულინგებთ??? ვარედაქტირებ: “ბებია” “ბაბუაზე” ოთხიოდე წლითაა უფროსი! შეესიეთ და დასცინეთ!“