კიევი აცხადებს, რომ დაარღვია რუსული საჯაშუშო ქსელი, რომლის სამიზნეც F-16 გამანადგურებლებზე ინფორმაცია იყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ გამოავლინა და გაანეიტრალა ქვეყანაში რუსული საჯაშუშო ოპერაციის „უდიდესი ქსელი“, რომელიც სავარაუდოდ მოკავშირეების მიერ გადაცემულ F-16 გამანადგურებლებზე და სხვა სამხედრო სამიზნეებზე სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა.
17 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმულია ფაქტი, რასაც უკრაინა ახასიათებს, როგორც რუსეთის გამუდმებულ ჯაშუშურ ძალისხმევას იმ დროს, როდესაც ქვეყანა რუსეთის მიმდინარე აგრესიის მოგერიებას ცდილობს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მისმა სამხედრო კონტრდაზვერვამ უკრაინის ხუთ რეგიონში გაანეიტრალა სავარაუდო ჯაშუშური ქსელი, რომელიც რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთვის (GRU) მუშაობდა.
კოორდინირებული ოპერაციის ფარგლებში SBU-მ აღმოაჩინა 12 რუსი აგენტი და ინფორმანტი, მათ შორის ყოფილი უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებმაც თავისი პოზიციები მიატოვეს და სამართალდამცავების მხრიდან მათი ძებნის პერიოდში სავარაუდოდ რუსულმა დაზვერვამ გადაიბირა.
ჯგუფის ლიდერი სავარაუდოდ ყალბ დოკუმენტებს, მათ შორის ყალბ პირადობის მოწმობას იყენებდა.
უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ქსელის წევრები ხშირად პირად კონტაქტებს, მათ შორის ფრონტის ხაზთან მყოფ ჯარისკაცებთან კონტაქტებს იყენებდნენ, რათა მათ, გაუცნობიერებლად მნიშვნელოვანი ან საიდუმლო ინფორმაცია მოეპოვებინათ.
სააგენტომ აღნიშნა, რომ F-16 გამანადგურებლებზე ფოკუსი ხაზს უსვამს რუსეთის სტრატეგიულ შეშფოთებას, რომ უკრაინის მიერ ამ დასავლური თვითმფრინავების მიღებამ შესაძლოა ომზე დიდი გავლენა მოახდინოს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო