თბილისის მერიამ 2024 წელს გამარტივებული გზით 400,249 ლარი დახარჯა სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაში – ფლანგვის დეტექტორი

,,ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, თბილისის მერიამ 2024 წელს გამარტივებული გზით 400,249 ლარი დახარჯა სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაში.
,,კომპანიების უმეტესი ნაწილი, რომლებთანაც გამარტივებულად ფორმდება ხელშეკრულებები, მმართველი პარტიის შემომწირველები არიან.
მაგალითად:
სს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი- ემ|გრუპ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ქართულ ოცნებას 40,000 ლარი შესწირა.
შპს წისქვილი ჯგუფის ოთხი მეწილიდან სამი მმართველი პარტიის შემომწირველია.
შპს პარაგრაფის დირექტორმა და მასთან დაკავშირებულმა სხვა კომპანიებმა ქართულ ოცნებას საერთო ჯამში დაახლოებით მილიონი შესწირეს.”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება