ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იმეორებს ზუსტად იმ სლოგანს, რა სლოგანითაც აგვირჩია ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგებით მმართველი გუნდის რეიტინგი უცვლელია, ანუ იმეორებს იმას, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბოლო კვლევაში ს წინ.
„რაც შეეხება ჩვენს განცხადებას, არსებითად არაფერი შეცვლილა, როგორც ვიბრძოდით 26 ოქტომბრამდე, ასევე განვაგრძობთ ბრძოლას იმისთვის, რომ ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში. რა განცხადებაც გაკეთდა 28 ნოემბერს, ის ნიშნავდა ზუსტად ამას. ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იმეორებს ზუსტად იმ სლოგანს, რა სლოგანითაც აგვირჩია ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. ღირსება ნიშნავს იმას, რომ როდესაც მოლდოვას აძლევენ კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არა, შენი პოზიციები მკაფიოდ უნდა დაიცვა. ტელევიზიების დახურვა, პარტიების აკრძალვა – ეს არის მოლდოვის პროგრესი. არ დატოვეს არც მედიაპლურალიზმი, არც პოლიტიკური პლურალიზმი, რჩებიან დსთ-ს წევრებად, სანქციები არც მათ დაუწესებიათ, კორუფცია არის აყვავებული მოლდოვაში, არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში. ეს არის მოლდოვის პროგრესი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შესრულდეს ევროინტეგრაციის გზაზე გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის განუწყვეტლივ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ასოცირების შეთანხმებით და DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებები შევასრულოთ. ჩვენ, რეალურად, 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება ორივე მიმართულებით ვალდებულებების 90%-ზე მეტი. ეს არის საქართველოს გზა და მოლდოვას შევადაროთ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი მ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს