ზელენსკი: ვერცერთ სახელმწიფოს ვერ დართავს ნებას, მისი სახელით ელაპარაკოს პუტინს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანას და არცერთ ლიდერს არ აქვს უფლება, უკრაინის სახელით ელაპარაკოს რუსეთს. ზელენსკი თვლის, რომ ნებისმიერი დიალოგი კრემლთან შესაძლებელია მხოლოდ მოქმედების შეთანხმებული გეგმით და ძალის პოზიციიდან. ზელენსკიმ ამის შესახებ Le Parisien-ს უთხრა, -ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შედეგების შესახებ საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა თვითონ განსაზღვრავს თავის მომავალს და არცერთ სხვა ქვეყანას და პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს უფლება, უკარნახოს მას პირობები. ჩვენ მსხვერპლი ვართ, თქვა ზელენსკიმ და „არ იქნება სამართლიანი, ყველამ რომ დაიწყოს ლაპარაკი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ.
ფრანგებმა საფრანგეთში, იტალიელებმა იტალიაში და ამერიკელებმა -ში იციან, რა სურთ მათთვის. ასევე არიან უკრაინელები“, – დასძინა მან. ზელენსკის თანახმად, საჭიროა შეიქმნას სამშვიდობო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთთან დიალოგის სამართლიან პირობებს. მშვიდობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა საკმარისად ძლიერი იქნება და საერთაშორისო პარტნიორებისგან მხარდაჭერის გარანტიები ექნება. საქმე ის კი არაა, ვის ელაპარაკებით, არამედ ისაა, რა მდგომარეობაში ხართ მოლაპარაკების დროს.
„არა მგონია, სუსტ პოზიციაში ვიყოთ, მაგრამ არც ძლიერში ვართ: ვართ ნატოს წევრი? არ ვიცით. გავხდებით ევროკავშირის ნაწილი? კი, მომავალში, მაგრამ როდის? ამ პირობებში პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ნიშნავს იმას, რომ მან გადაწყვიტოს ყველაფერი მსოფლიოს ჩვენს ნაწილში. ჩვენ ჯერ უნდა შევქმნათ მოდელი, მოქმედების თუ სამშვიდობო გეგმა …შემდეგ შევძლებთ პუტინისთვის, თუ უფრო ფართოდ, რუსეთის მოქალაქეებისთვის, მის წარდგენას“, – თვლის ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა