დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ვაზიანში მცხოვრებ დან დევნილ ბავშვებს საჭიდაო ხალიჩა, სპორტული ინვენტარი და ეკიპირება პირადად გადასცა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჭიდაო ხალიჩა, სპორტული ინვენტარი და ეკიპირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით შეიძინა.
„საოცრად თბილი და დადებითი ემოციებით სავსე იყო ჩვენი საზოგადოების ყველაზე ლაღ და გულწრფელ წევრებთან შეხვედრა და ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ბავშვების გახარება. ჩვენი მომავალი თაობა საქართველოს წარმატების სიმბოლოა, თითოეული მათგანი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში და ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველყოთ მათი ღირსეული ცხოვრების საჭირო ყველა პირობა“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინტენსიურად ხვდება აფხაზეთის მოსახლეობას და საჭიროების შესაბამის პროექტებს ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია