გაღარიბებული მოსახლეობა და პარტიების კრიზისი | NDI-ის კვლევის შედეგები

მთავრობა და ოპოზიცია ნდობას კარგავენ, მოსახლეობა ღარიბდება, ოპტიმისტური განწყობები კლებულობს და იზრდება იმედგაცრუება. საქართველოს მოსახლეობის სრულ უმრავლესობას არ უნდა არცერთი პარტია და უნდა ევროკავშირი. ეს მთავარი და ზოგადი მონაცემებია, რომლებიც ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა. თუმცა, პოლიტიკურის გარდა არსებობს ეკონომიკური მაჩვენებლებიც – რიცხვები ადასტურებს, რომ ეკონომიკურ კრიზისს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გრძნობს, და ასევე უდიდეს ნაწილს არ აქვს იმედი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა შეძლებს ვითარების შეცვლას.