მედია – ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის გარდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს და სენატორებს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს და სენატორებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
11-12 დეკემბერს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გარდა, ამერიკელ კონგრესმენებს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს შეხვდება.
Bloomberg-ის ცნობით, ზელენსკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტალინა გეორგიევასთან შეხვედრასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირს, აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი