რუსეთი მომდევნო ათწლეულში NATO-სთან კონფლიქტისთვის მზად უნდა იყოს – ბელოუსოვი

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელოუსოვის თქმით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში “ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზად უნდა იყოს, მათ შორის, ევროპაში NATO-სთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის”.
“ამაზე მეტყველებს გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში NATO-ს სამიტზე მიიღეს. ეს ასევე აისახა -ისა და ნატოს სხვა ქვეყნების დოქტრინალურ დოკუმენტებში” – თქვა ბელოუსოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე გამოსვლისას.
კოლეგიის სხდომაზე ასევე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც ისაუბრა. როგორც პუტინმა, ისე ბელოუსოვმა თავიანთ გამოსვლებში “დასავლეთთან დაპირისპირებაზე” და “უკრაინის ომში მონაწილე რუსული ჯარების წარმატებებზე ისაუბრეს”.
კერძოდ, პუტინმა აღნიშნა, რომ “დასავლეთი მსოფლიოს საკუთარი წესებს ახვევს თავს, მაშინ როცა თავად წესევს არ იცავს”. პუტინმა ასევე დაადანაშაულა დასავლური ქვეყნები იმაში, რომ “მათ მოსკოვი “წითელ ხაზამდე” მიჰყავთ, რაზეც რუსეთს პასუხის გაცემა უწევს”.
tabula.ge