მოსკოვში აფეთქების შედეგად მოკლულია გენერალი კირილოვი

მოსკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური, 54 წლის გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
პირველი ცნობები, რომ მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სახლის პირველ სართულზე დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ორი მამაკაცია დაღუპული, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ სახლი გაზიფიცირებული არ არის და შესაბამისად, გამორიცხავდნენ გაზის აფეთქებას.
მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაიღუპნენ გენერალი კირილოვი და მისი თანაშემწე.
საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლის სადარბაზოსთან, სკუტერში იყო დამონტაჟებული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ