კაია კალასი – საქართველოსთან დაკავშირებით ინტენსიური დისკუსია და მეტის გაკეთების სურვილი იყო – ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის

შეხვედრაზე ინტენსიური დისკუსია და მეტის გაკეთების სურვილი იყო , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კალასის თქმით, საქნციებთან 27-ვე წევრი ქვეყნის თანხობაა საჭირო და „სამწუხაროდ, ჯერ აქ ვართ“.
„დღეს კომისიასთან ერთად რაც განვიხილეთ დიპლომატიური პასპორტებისა და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაა. უნდა ითქვას, რომ დისკუსია ძალიან ინტენსიური იყო და ასევე მეტის გაკეთების დიდი სურვილიც იყო. ბევრმა აღნიშნა, ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27 წევრის თანხმობა და სამწუხაროდ, ჯერ აქ ვართ. მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველი ნაბიჯია და სიმბოლურიც“, – განაცხადა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“