კაია კალასი ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ კითხვაზე – ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, უკანასკნელი არ იქნება – მუშაობა მოგვიწევს

ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა, მაგრამ არა უკანასკნელი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაია კალასმა ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უნგრეთის ვეტოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ უკანასკნელი არ იქნება. ჯერ კიდევ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, უნგრელ კოლეგებთან ინტენსიურად ვიმუშავე და მომავალშიც ვაპირებ მუშაობას. სხვებიც ასე ფიქრობენ და დაბრკოლებების დასაძლევად სხვადასხვა წინადადებების შეთავაზება მოხდება. საგარეო საქმეთა საბჭოს პირველ შეხვედრაზე ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ არა 100%-ით, ამიტომ ამაზე მუშაობა მოგვიწევს“, – განაცხადა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“