სალომე ზურაბიშვილი – თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!

თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ. მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მეტროსადგურ „რუსთაველიდან“, რომელშიც ჩანს, რომ ორი ნიღბიანი მამაკაცი მგზავრს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ამასთან, ასევე, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აღნიშნული ორი პირი მეტრო “რუსთაველის” ესკალატორზე უცნობ ადამიანებს ემუქრება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი სანადირაძე: იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან

გივი მიქანაძე: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად არ არის იმ მიმართულებაზე ორიენტირებული, რომ სასწავლო პროცესი მათმა შვილებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში