მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი – დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი

დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა, პროცესი 23 დეკემბრისთვის გადაიდო.
„ჩემი პროცესი გადაიდო, მაგრამ არ დაიშალოთ, იმიტომ, რომ ახალი წარმოდგენა დაიწყება – ლექსო მაჭავარიანის პროცესი და ვნახოთ, რაღაც საინტერესო მოხდება, დარწმუნებული ვარ.
სასამართლოზე ჩემი წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა, იმიტომ, რომ საგამოძიებო უწყებაში იყო დაბარებული პარალელურად და მაგის გამო გადაიდო ჩემი პროცესი.
კი, დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა დეტალებზე, პროცესი რომ იქნება 23 დეკემბერს, მერე ვილაპარაკოთ”,- განაცხადა ბახუტაშვილმა.
ცნობისთვის, ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება და არა არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება – ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?