ბებია-ბაბუები აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ

ბებია-ბაბუები აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. მათ მსვლელობა მეტროსადგური „რუსთაველიდან“ დაიწყეს. მსვლელობისას კი საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილი ჰქონდათ.
მათ უჭირავთ პლაკატები „ბაბუას არასდროს ერქმევა „დედუშკა“, „ბებიას არასდროს ერქმევა „ბაბუშკა“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს – ჩვენს შვილიშვილებს“, „შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე“.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ უნდათ ევროპა და ის, რაც შვილების თაობისთვის ვერ შეძლეს, შვილიშვილების თაობისთვის მაინც უნდა შეძლონ.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ითხოვენ ახალი ს ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიდერლანდების საელჩოს განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობის გამო, „რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია“, MATRA-ს პროგრამას დროებით წყვეტენ