“წადით აქციებზე და თქვენი თვალით ნახეთ, რაც ხდება! შეიძლება ჩვენი თეატრი დაიხუროს, მაგრამ არ ვჩივი” – მანანა კოზაკოვა

მსა­ხი­ო­ბი, მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და რეალობის ნახვისკენ მოუწოდებს.

ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბრძან­დე­ბით, რომ­ლებ­მაც ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბევ­რი ბრძო­ლა გა­მო­ი­ა­რეთ, რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი?

– დიახ, მახ­სოვს 9 აპ­რილს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ბუ­ფეტ­ში ვის­ხე­დით და იმ დროს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ რომ გა­მო­ა­ცხა­და. ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერც ახლა ვიხ­სე­ნებ იმ შეგ­რძნე­ბას, რაც მა­შინ მქონ­და… მე ძა­ლი­ან ან­ტი­საბ­ჭო­თა ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ბე­ბი­ა­ჩე­მი მარ­თა­ლია მო­გუ­დუ­ლად, მაგ­რამ სტა­ლინ­ზე სულ სა­ში­ნე­ლე­ბებს ჰყვე­ბო­და. რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი იყო, ბა­ბუა და ბე­ბია ორი­ვე და­ჭე­რი­ლე­ბი იყ­ვნენ, ბა­ბუა დახ­ვრი­ტეს… ამ ის­ტო­რი­ებ­ზე გაზ­რდილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გო­ნე, ის წუ­თე­ბი არა­სო­დეს არ და­მა­ვი­წყდე­ბა.

იმე­დი მქონ­და ის ჯო­ჯო­ხე­თი აღა­რა­სო­დეს მობ­რუნ­დე­ბო­და, საბ­ჭო­ეთს, რუ­სეთს თავი და­ვაღ­წი­ეთ და დღეს რომ ისევ ჩემი შვი­ლის, მისი თა­ო­ბის სა­ო­მა­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მარ­თლა აღარ შე­მიძ­ლია. ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე ოღონდ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით, სამ­შობ­ლოს­თვის ბრძო­ლით კი არა, მე­გო­ნა, რომ რა­ღა­ცა­ზე შევ­თან­ხმდით და კი­დევ რომ ასე აგ­რძე­ლე­ბენ, ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა…

რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიკ­ვირს, ჩემი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ადრე, საბ­ჭო­თა დროს ტე­ლე­ვი­ზია, გა­ზე­თი, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო გა­ტყუ­ებ­და, “გაშ­ტე­რებ­და”, გა­ზო­მებ­და, ტვინს გი­რე­ცხავ­და… ამის მიღ­მა ვი­ცო­დით, რა ტყუ­ი­ლი იყო რა მარ­თა­ლი და დღეს რომ პრო­პა­გან­დის­ტულ არ­ხებს უჯე­რე­ბენ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ.

გა­მორ­თე ის არხი, რო­მე­ლიც სულ გა­ტყუ­ებს, წადი აქ­ცი­ებ­ზე და შენი თვა­ლით ნახე, რაც ხდე­ბა! სხვა­თა შო­რის რუ­სე­თი პრო­პა­გან­დის მხრივ ყო­ველ­თვის ძლი­ე­რი იყო და გა­ნათ­ლე­ბუ­ლიც. მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­შიც კი ეს სა­კი­თხი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ჰქონ­დათ, მთე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობ­და. შე­უძ­ლი­ათ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი აშიმ­ში­ლონ, მაგ­რამ ამის­თვის უღირთ. გაზს მო­ი­პო­ვე­ბენ, ნავ­თობს, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყი­ნე­ბო­დეს, ( თან ამ ქვეყ­ნის ყინ­ვე­ბი წარ­მო­იდ­გი­ნეთ) და გა­წი­რონ. ამ დროს ფულს ხარ­ჯა­ვენ ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, გა­ზეთ­ში გავ­ლე­ნე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.

ასე­თი ხალ­ხია! ერზე არ შე­იძ­ლე­ბა ასე ხე­ლა­ღე­ბით სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ მა­თაც წა­ა­გეს თა­ვი­ან­თი ომი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. რუ­სეთ­შიც იყო კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ხალ­ხი, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­დი­ო­და პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ ხერ­ხე­მალ­ში გა­და­ტე­ხეს, პრო­პა­გან­დით შე­ა­ში­ნეს. რა­საც აქ მცი­რე მას­შტა­ბე­ბით ხე­დავთ, იქ დიდი მას­შტა­ბე­ბით იყო.
ამ­ბო­ბენ, რომ რუს ხალ­ხშიც არის ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ჩვენ ერ­თად ვი­ყოთ, რას იტყო­დით ამის შე­სა­ხებ?

– დიახ, დამ­პყრო­ბე­ლი შემ­დეგ ყო­ველ­თვის ასეა მო­მარ­თუ­ლი, თით­ქოს უყ­ვარ­დე­ბა თა­ვის “პა­ტა­რა ძმა“… ამ­ბო­ბენ, რა გინ­დათ, თქვენ ხომ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ხართ, ვერ შეძ­ლებთ და­მო­უ­კი­დებ­ლად ყოფ­ნა­სო. ასე­თი რუ­სე­თი თვი­თონ აღარ უნ­დათ ნორ­მა­ლურ ხალ­ხს. წა­ვიდ­ნენ იმ ქვეყ­ნი­დან. ჩვენც თით­ქოს ძლივს რა­ღაც­ნა­ი­რად დავ­ლაგ­დით, რა­ღაც შე­დე­გამ­დე მი­ვე­დით და აღარ მეს­მის რა უნ­დათ! მო­სახ­ლე­ო­ბის 80 პრო­ცენტს, თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ებ­საც კი აღარ უნ­დათ რუ­სე­თი და ეს რით ვერ გა­ი­გეს?! ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სვლა იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა მინ­და შე­ვიც­ვა­ლო და საფ­რან­გეთ­ში გა­ვიღ­ვი­ძო. უბ­რა­ლოდ ის წყო­ბა მინ­და… კი მეს­მის, რომ ისიც არ არის იდე­ა­ლუ­რი და უნაკ­ლო, სამ­წუ­ხა­როდ აღარ აქვთ ის იდე­ა­ლე­ბი, რაც ადრე ჰქონ­დათ, მაგ­რამ უკე­თე­სი სტრუქ­ტუ­რა არა­ვის არ მო­უ­ფიქ­რე­ბია. ჩვენ გვინ­და რაც იმათ­თან კარ­გია, ის აქ გად­მო­ვი­ღოთ.

– რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ, ოპ­ტი­მის­ტუ­რად ხართ გან­წყო­ბი­ლი?

– ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ძა­ლი­ან ვღე­ლავ. არა­ნა­ი­რი პროგ­ნო­ზი არ მაქვს, მთე­ლი ოჯა­ხი ამ ამ­ბე­ბით ვართ მო­ცუ­ლი. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ დი­ა­ლოგს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს… პა­სუხს კი არ ვა­რი­დებ თავს, მარ­თლა არ ვიცი რა მოხ­დე­ბა. დი­ლით ვი­ფიქ­რებ, იქ­ნებ რამე კარ­გი მოხ­დეს, გვეშ­ვე­ლოს -მეთ­ქი, მერე ისე­თი რამ ხდე­ბა, აღა­რაფ­რის იმე­დი მაქვს და ასე და­მი­დის დეპ­რე­სია ზე­მოთ-ქვე­მოთ. ძა­ლი­ან ვღე­ლავ ჩემს შვილ­ზე, შვი­ლიშ­ვილ­ზე, მო­მა­ვალ­ზე…

– თე­ატ­რე­ბის გა­ფიც­ვის შემ­დეგ რო­გო­რია თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა?

– რა თქმა უნდა უმ­ძი­მე­სია, რად­გან კერ­ძო თე­ატ­რი (თე­ატ­რი სა­ხე­ლოს­ნო 42 ) ვართ და ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა ბი­ლე­თის გა­ყიდ­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ ამ­ბე­ბის გამო პრე­მი­ე­რე­ბი მოვხსე­ნით და ყვე­ლა­ფე­რი თუ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, და­ვი­ხუ­რე­ბით. თუმ­ცა ამა­საც აღარ ვჩი­ო­დით, თუ ეს ვინ­მეს­თვის მა­გა­ლი­თი იქ­ნე­ბო­და… ლე­ვა­ნის სტუ­დენ­ტი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი – ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე და­ჭე­რი­ლია, რაც ყვე­ლას ძა­ლი­ან გვა­წუ­ხებს. ტყუ­ი­ლად და­ი­ჭი­რეს და გი­რა­ო­თიც არ გა­მო­უშ­ვეს, თით­ქოს სად­მე გა­იქ­ცე­ო­და. აღარ ვიცი რა ვთქვა, უმ­ძი­მე­სია ეს ყვე­ლა­ფე­რი.

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ერთადერთი და სწორი ნაბიჯია ის, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოახდინო ამ განცხადებაზე, ჩვენ წინ ვიყურებით და ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება მომავალში რაღაც გაუგებრობა გამოიწვიოს საზოგადოებებს შორის