ტეის როიტენი – რეპრესიული ზომების გარდა, „ქართული ოცნება“ დაბეჯითებით უჭერს საზოგადოებას მარწუხებს

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი ტეის როიტენი საქართველოს პარლამენტის მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში სამოქალაქო უფლებების სრული დარბევა მიდის.
„ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. გარდა რეპრესიული ზომებისა, რომელიც უკვე ვნახეთ, „ქართული ოცნება“ სტაბილურად, მაგრამ დაბეჯითებით უჭერს საზოგადოებას მარწუხებს“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ეს მოქმედება პირდაპირ ავტოკრატების სახელმძღვანელოდან ხორციელდება. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ საჭიროა სანქციების დაწესება.