პარლამენტთან მიმდინარე აქციას „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან შეუერთდება

რესპუბლიკის მოედნიდან „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების ერთობლივი საპროტესტო მარში იმართება.
აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზა. მათ გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
როგორც “წიგნების თაროს” ერთ-ერთმა ფინალისტმა, გიორგი ადამაშვილმა განაცხადა, საქართველოს მომავალი ევროპაშია.
“ევროპული მომავალი ჩვენია. გავიმარჯვებთ ერთიანობით და ერთად დგომით. ასე ერთად დგომით წარმატებას მივაღწევთ და შევალთ ევროპაში”, – განაცხადა გიორგი ადამაშვილმა.
ისმის შეძახილები: “საქართველო”.
დღეს თბილისში რამდენიმე მსვლელობა მიმდინარეობდა, მათ შორის გაიმართა ხელოვანების, რესტავრატორების, საფეხბურთო კლუბების ფანების მარშები. დაგეგმილია ვეტერინარებისა და ცხოველთამოყვარულების მარში.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“