“რა, სად, როდისა” და “წიგნების თაროს” მონაწილეების საპროტესტო მსვლელობა

“რა? სად? როდის?” და “წიგნების თაროს” მოთამაშეები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და საპროტესტო მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ევროპული გზაზე დაბრუნებაა.
“წიგნების თაროს” მოთამაშისა და აქციის მონაწილის განცხადებით, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ადამიანებს ბევრად მეტი ინტელექტი აქვთ, ვიდრე არალეგიტიმურ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ან ნებისმიერ პარლამენტარს.
საქართველოს ისტორიაში ვერ შევა, როგორც მე-6 პრეზიდენტი, გამორიცხულია, ანულირდება ეს ყველაფერი. ეს პროცესი იყო არალეგიტიმური, ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი. მის ინტელექტთან დაკავშირებით, როგორ შევაფასო. ცარიელი სიმრავლის შეფასება ცოტა რთულია. ამ კონტექსტში ჩვენი გადარჩენის გზა არის ევროპული გზა, რაც ნიშნავს დემოკრატიულ განვითარებას იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენ ვერ გადავრჩებით,” – განაცხადა აქციის მონაწილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ