დავით ასათიანმა ევროკავშირის ელჩს მიმართვა გადასცა, რომელსაც 1000-მდე ადვოკატი აწერს ხელს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, დავით ასათიანმა ელჩთან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოება ქვეყანას სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
„ქართული იურიდიული პროფესიის, ადვოკატურის სახელით დავით ასათიანმა ელჩს მიმართვა გადასცა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს განაცხადის მხარდასაჭერად, ევროპული საბჭოს სახელზე მომზადდა. დოკუმენტს ხელს აწერს 1000-მდე ადვოკატი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას