“ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია” – კოლსი

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა პრეზიდენტობა მიხეილ ყაველაშვილს „გადასცა“, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხი, – ასე აფასებს ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
„ქართული ოცნების“ რეჟიმმა პრეზიდენტობა ყოფილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს „გადასცა“ – ანტიდასავლურ ფიგურას, რომელიც სპეციალურად შეარჩიეს, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხი და საქართველო რუსეთის ორბიტაში ჩააბეტონონ. ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია,“ – წერს კოლსი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)