ALDE და Liberal International – ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიღწევების აღიარებას – ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს

ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აღიარებას, ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპაში ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ALDE და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება Liberal International ავრცელებენ.
„ღრმად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ ახალი პრეზიდენტის „არჩევით“ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რაც მთლიანად „ერთპარტიული“ პარლამენტი დომინირებს, რომელიც სადავო არჩევნების შემდეგ შეიკრიბა. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის პოზიციას არ მოიცავდა, მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის სურვილებს.
ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის მისი მიღწევების აღიარებას, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
ვგმობთ “ქართული ოცნების” არაკონსტიტუციური ქმედებებისა და დემოკრატიული უკუსვლის შედეგებს, რომლებსაც ახლა საქართველოში ვხედავთ, და ქვეყნებს მოვუწოდებთ გადმოიღონ და გააფართოონ სანქციები, რომელიც უკვე შემოიღო -მა, უკრაინამ და რომლებსაც ევროკავშირისგან ელიან, იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყვნენ „უცხოური აგენტების რუსული კანონის“ მიღებასა და ანტი-დემოკრატიულ პრაქტიკებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას?