საპატრულო და კრიმინალური პოლიცია ჭიჭინაძისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე ჩააყენეს

საპატრულო და კრიმინალური პოლიცია ჭიჭინაძისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე ჩააყენეს
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე – ჭიჭინაძის და ცხრა აპრილის ქუჩებზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. პეცდანიშნულების ჯგუფები კი, თავისუფლების მოედანზე არიან მობილიზებულნი. -ის თანამშრომლები მოქალაქეებს უფლებას არ აძლევენ, პარლამენტის უკანა მხარეს თავისუფლად გადაადგილდნენ.
ჯებირებითაა შემოღობილი ნაძვის ხე, რომელსაც ნიღბიანი პოლიციელები იცავენ.
დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს. კენჭისყრა 9 საათიდან დაიწყო და 14 საათამდე უნდა დასრულდეს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი – ს კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: – პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – სულ 21 დეპუტატი, ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი ს ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები – „დიპლომი ყაველაშვილს“.