რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებშიც გეგმავს

რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის საპრეზიდენტო ს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებას გეგმავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საომარი მდგომარეობის მიუხედავად, არჩევნები ე.წ. ს ახალ რეგიონებშიც ჩატარდეს.
რუსული მედია იუწყება, რომ კომისიის წევრებმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან, თავდაცვის სამინისტროსთან, ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისა“ და ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ რუსეთის პრეზიდენტს და ფედერაციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. გთხოვთ, მოამზადოთ წერილების პროექტი და გაუგზავნოთ პრეზიდენტს და საბჭოს”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი ბულაევმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი – გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა – როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს