“ყველაფერი ვთქვი და ახლა მივდივარ სამსახურში” – რუსთაველზე გამოჩნდა

14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე დილით 09:30 საათისთვის პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს იმ დროს გამოჩნდა, როცა პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის მიმდინარებდა. კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ “ქართული ოცნების” დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.
პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ის ქუჩაში კომენტარებს არ აკეთებს, ორბელიანების სასახლეში სამსახურში მიდის.
“ყველაფერი ვთქვი, ახლა მივდივარ სამსახურში. გამატარეთ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ტრადიციულად, სამსახურში მისასვლელად არ სარგებლობს რუსთაველის გამზირის იმ მონაკვეთით, რომელზეც 14 დეკემბერს გამოჩნდა.
“სალომე! სალომე!” – სკანდირებდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც დილიდან შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან, ისინი აპროტესტებდნენ მიმდინარე პროცესს. დემონსტრანტების ნაწილმა თავის დიპლომები მიიტანა ადგილზე, აქციას სიმბოლურად ერქვა “აჩვენე დიპლომი ყაველაშვილს”. “ქართული ოცნების” მიერ დასახელებულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც ვეტერანი ფეხბურთელია და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, არ აქვს უმაღლესი განათლება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა