ზურიკოს “სენტ-ეტიენმა” ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა

ლიგა 1-ის მეთხუთმეტე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ტულუზასთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა 76 წუთი ითამაშა – შეფასებები: sofascore 6.7, flashscore 6.7, whoscored 6.4.
„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 13 ქულით ჯერჯერობით მეთექვსმეტე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 დეკემბერს სახლში თასზე „მარსელთან“ გამართავს.
ტულუზა – სენტ-ეტიენი 2:1
გოლები: 0:1 სტასენი (53), 1:1 ბაბიკა (55), 2:1 აბუხლიალი (85)