ლაშა ფარულავა – არ მაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ

არ მაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. ეს არის მთავარი ინდიკაცია იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოვლენები როგორც არის, რეალურად შეაფასოს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.
მისივე განცხადებით, „საჭიროა ისეთი მოქმედებების დაწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“.
„ის ადამიანები, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. ეს არის მთავარი ინდიკაცია იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოვლენები როგორც არის, რეალურად შეაფასოს. რეალურად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლიდერი, ანტიპუტინისტური მოძრაობის რეგიონული ლიდერი ამ რეჟიმის ტყვეა და საჭიროა ისეთი მოქმედებების დაწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს