“მოვითხოვთ “ოცნების” დასანქცირებას!” – სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი

მოვითხოვთ ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებას! – სენატორი შაჰინი და სენატორი რიში “ოცნების” წინააღმდეგ ერთიანდებიან. მაღალი რანგის ევროპელმა პოლისიკოესებმა კოლეგებს სენატში გამართული სხდომიდან მოუწოდეს, დააჩქარონ არალეგიტუმური ხელისუფლების დასანქცირება. სენატორები ფიქრობენ, რომ მომდევნო ორი კვირა საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება და სწორედ ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს ივანიშვილის ხელისუფლების დასანქცირება. მათი განცხადებით, ადამიანების დევნა, ძალადობა და სახლებში შევარდნა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
მინდა ვისაუბრო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითერაბზე, რომელის სულ უფრო უარესდება და მოვუწოდო ამერიკის მთავრობას, მიიღოს სასწრაფო საპასუხო ზომები. სენატორ რიშს და მე საქართველოს საკითხზე მუშაობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს, ჩვენ იქ ვიყავით 2012 წელს, როცა “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში. ჩვენ მაშინ შენთანხმდით, რომ ის იყო თავისუფალი და სამართლიანი. მაშინ სენატორი რიში ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრს ხელისუფლების გადაბარების საჭიროების შესახებ. ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ხმის მიცემას ფონად უძღვებოდა მუქარები, ხშირ შემხთვევაში ძალადობაც. არსებობს მტკიცებულებები , რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” განსაკუთრებით მიზანში იღება აქტივისტებს, ოპოზიციონერებსა და რიგით მოქალაქეებს, შესაბამისად, ეს არჩევნები 2012 წლის არჩევნებისგან განხავევებით, რომელსაც პირადად ვაკვირდებოდი, არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. გასაგებია, რატომაც არ უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ამ არჩევნებს შედეგებს. არჩევნების შეემდეგ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ძირი გამოეთხარა ქვეყნის ევროატლანტიკური გზისთვის და გამოაცხადა, რომ ქვეყანა აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებებს. რა თქმა უნდა, ეს არის ნაბიჯი, რომლითაც ვლადიმირ პუტინი კრემლში კმაყოფილი დარჩა და ბევრად გააძლიერა საკუთარი გავლენა საქართველოს პოტილიტიკაზე. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან, ჩემი აზრით, ჩვენ საკმარისს არ ვაკეთებთ, ვერ მოვახერხეთ გონივრული რეაგირება, რაც ხელს შეუწყობდა “ქართული ოცნების” ლიდერთა გათვლების შეცვლას. ისინი ფასს არ იხდიან თავიანთი ქმედებების გამო, როდესაც ეწინააღმდეგებიან ხალხის ნებას და პუტინის ავტორიტარული სახელმძღვანელოდან გვერდებს აკოპირებენ. ადამიანის უფლებების დარღვევა კარგადაა დასაბუთებული, მაგრამ სახაზინო დეპარტამენტმა ვერ დააწესა სანქცია, ვერცერთი ოფიციალურო პირის მიმაღრთ მათი ქმედებებისთვის. ეს დამაბნეველია და არ მესმის. მოვუწოდებ ადმინისტრაციას, რომ სასწრაფოდ იმოქმედოს. საქართველოს მომავალი საფრთხეშია და ქართველი ხალხი, რომელმაც არაერთხელ დაგვიჭირა მხარი, ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს, – განაცხადა შაჰინმა.
რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა კოლეგებს პირდაპირ უთხრა, რომ “ქართული ოცნება” მზარდად შემაშფოთებელ ქმედებებშია მხილებული და ამიტომ, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობისთვის მათ პასუხი უნდა აგონ.
ქართველი ხალხის 80 პროცენტს სურთ ევროკავშირში ინტეგრაცია. სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობა, “ქართული ოცნება”, მონაწილეობს მზარდად შემაშფოთებელ ქმედებებში, მშვიდობიანი დემონტსრანტების წამებისა და დაკავებების ფაქტებში. კონგრესმა მიიღო კანონდებლობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრტაციას აძლევ უფლებას, ჩაერიოს და სანქციები დაუწესოს პასუხისმგებელ პირებს ძალადობისთვის. ძალიან იმედგაცრიებული ვარ, რომ ეს არ გააკეთეს. ქაღთველ ხალხს არ სურს საბჭოთა კაშირში ან რუსეთში დაბრუნება. მოდით, გავუწიოთ ყველანაირი დახმარება, რაც შეგვიძლია, რომ მხარი დავუჭიროთ მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს, – განაცხადა რიშმა.