IT სფეროს წარმომადგენლები მსვლელობას პარლამენტისკენ მართავენ

პარლამენტის მიმართულებით, IT სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
პროტესტს უერთდებიან აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებიც. ამ წუთებში ისინი ქუჩაში არიან გამოსული. თბილსის მასშტაბით, სზვადასხვა ადგოლას საპროტესტო გამოსვლებია

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი