პაველ ჰერჩინსკი – ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია – მმართველ პარტიას ძალის სასტიკი და უკანონო გამოყენების დასრულებისკენ მოვუწოდებთ

მმართველ პარტიას მოვუწოდებთ, მოახდინოს დეესკალაცია და ბოლო მოუღოს მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალის სასტიკ და უკანონო გამოყენებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ განაცხადა, რომელიც დღეს ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ელჩმა გამოთქვა სინანული ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან „ქართული ოცნების“ დაშორების გამო და ხაზი გაუსვა იმ ძალზე ცუდ შედეგებს, რაც ამ ნაბიჯს ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობებისთვის მოაქვს.
„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია ამ ცვლილებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ და საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენების დასრულებისკენ, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს

გიორგი ბუტიკაშვილი – ორი სცენარია: ნიკა გვარამიას ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად სასამართლოზე დააკავებენ, ან როგორც მელია გაიტაცეს, ისე გაიტაცებენ და შექმნიან კიდევ დამატებით ყალბ ამბავს – ველოდებით დაკავებას