კახა კალაძე აქციებზე პიროტექნიკისა და ნიღბების აკრძალვაზე – აღნიშნული კანონი მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში, ახალს არაფერს ვიგონებთ

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, კანონი, რომელიც მოქალაქეებს აქციებზე პიროტექნიკისა და ნიღბების გამოყენებას უკრძალავს, ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს და საქართველოს პარლამენტი სწორედ ამ კანონმდებლობის გადმოტანას გეგმავს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, თავისი პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს და ამისთვის სახის დამალვა საჭირო არ არის.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ამ ტიპის კანონი. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც ნიღბიანი ადამიანების მხრიდან ხდებოდა სამართალდარღვევა და ეს იყო ძალიან მძიმე, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით დაწყებული, მძიმე საგნებსა და სიტყვიერ დაპირისპირებაზე აღარ ვსაუბრობ, რადგან უფრო მძიმე კონკრეტული ფაქტები იყო. შენ როცა მიდიხარ რაღაცის გასაპროტესტებლად, თუ სახეს იმალავ და ნიღბით მიდიხარ, გამოდის, რომ წინასწარ უკვე დაგეგმილი გაქვს რაღაც ცუდი ქმედებები. შეიძლება, მე მქონდეს განსხვავებული მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ეს გავაპროტესტო მშვიდობიანად. რა არის ამაში ცუდი ან რატომაა პრობლემა? ყველას ერთი მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერ გვექნება.
შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი და ყველას უნდა გვქონდეს მისი მიმღებლობა, ცივილურად, ნორმალურად, როგორც ეს დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებშია. აღნიშნული კანონი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი, ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაშია. ჩვენ რაღაც ახალს და განსხვავებულს არაფერს ვიგონებთ. შეგიძლიათ ნახოთ, აღნიშნული კანონები როგორ მოქმედებს სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში. იმავეს გადმოტანა ხდება საქართველოში“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის