FactCheck: 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში სპეცრაზმის საკვებზე 516 185 ლარი დაიხარჯა

ქართული ოცნების მხრიდან თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად საპოლიციო ძალების არაერთხელ გამოყენების ფონზე, FactCheck წერს, ამ დღეების განმავლობაში რა დაუჯდა სახელმწიფოს სპეცრაზმის კვება.
FactCheck-ის თანახმად, 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმის საკვებზე ბიუჯეტიდან 516 185 ლარი დაიხარჯა.
FactCheck წერს, რომ -მ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე მომსახურეების კვებით უზრუნველყოფისთვის ტენდერი ზაფხულში, ივლისში გამოაცხადა და შპს სთარ ფუდთან ხელშეკრულება 16 ივლისს გააფორმა, რომლის ღირებულება 200 000 ლარი იყო.
ამ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიას შს სამინისტროსთვის 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 12 საათის განმავლობაში ერთჯერადად არანაკლებ 5 000 ლანჩის ნაკრების დამზადება უნდა შესძლებოდა. ჯამში, 26 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე, კომპანიამ სამინისტროს 199 385 ლარის ღირებულების 22 530 ლანჩის ნაკრები მიაწოდა და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხაც ამოიწურა.