კახა კალაძე: მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება

თბილისის მერი ამბობს, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება. ეს ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დგას – ამ ადგილზე ბოლო 15 დღეა, ათასობით ადამიანი იკრიბება „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად და ახალი ს მოთხოვნით.
„თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა. რა თქმა უნდა, პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან. ყველა პირობა იქნება შექმნილი“, – თქვა კახა კალაძემ.
14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამ დროის მონაცემებით, კენჭს იყრის მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი – „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული . ოპოზიცია და პრეზიდენტი არ ცნობენ მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობას.
დედაქალაქის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ არიან „გარკვეული ძალები“, რომლებიც „ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობენ“. გულისხმობდა თუ არა მერი იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ბოლო 15 დღეა აქციებს მართავს, მას არ დაუკონკრეტებია.
მეთხუთმეტე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს მის წევრობაზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს