რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

ბაჰრეინში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ (96 კგ.) წარმატებით იასპარეზა. ძალოსანმა ატაცში ოქროს, ორჭიდში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა!
დავითაძემ ატაცში 171/175/177 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონობაც იზეიმა! მან აკვრაში დაძლეული 200/206/ 210 კილოგრამით მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 387 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის “ფეისბუქის” გვერდის მიხედვით